2022 წლის გაზაფხულზე მოსკოვმა პირობა დადო, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომს დაასრულებდა, თუ კიევი ნატოში გაწევრიანებას არ დათანხმდებოდა. ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე, დეპუტატმა დავით არახამიამ უკრაინულ ტელეკომპანია “1+1” – თან ინტერვიუში განაცხადა.
“თუ ჩვენ ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებდით – ეს მათთვის ყველაზე დიდი საქმე იყო. ისინი მზად იყვნენ ომი დაესრულებინათ, თუ გამოვაცხადებდით, როგორც ფინეთმა ერთხელ გააკეთა, ნეიტრალიტეტს და ავიღებდით ვალდებულებას, რომ არ შევუერთდებოდით ნატო-ს”, – განაცხადა არახამიამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო საკვანძო წერტილი და რუსეთის დელეგაცია “ბოლო წუთამდე” იმედოვნებდა, რომ აიძულებდა უკრაინას ხელის მოეწერა ასეთ შეთანხმებაზე.
არახამიას თქმით, უკრაინულმა მხარემ შეთანხმებაზე ორი მიზეზის გამო განაცხადა უარი. პირველ რიგში, ამისათვის საჭირო იყო ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლა, ვინაიდან იგი ითვალისწინებს უკრაინის სურვილს ნატოში გაწევრიანების შესახებ. მეორე იყო უნდობლობა, რომ რუსული მხარე არ შეასრულებდა ამ ვალდებულებას . „ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები,”- აღნიშნა არახამია.
ამ კონტექსტში მან გაიხსენა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის ვიზიტი. იმხანად ჯონსონმა, რომელიც კიევში ჩავიდა, უკრაინას ურჩია, ხელი არაფერზე არ მოეწერა. “უბრალოდ იბრძოლეთ”, – უთქვამს ჯონსონს.
· რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი აგრესია. სამშვიდობო მოლაპარაკებები რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო, ჯერ ბელარუსში, შემდეგ სტამბოლში.
· 2023 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფრიკის ქვეყნების ლიდერებს განუცხადა, რომ 2022 წლის მარტში სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ არახამიას მიერ იყო პარაფირებული “უკრაინის მუდმივი ნეიტრალიტეტისა და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ხელშეკრულება”, რომელიც შემდეგ კიევმა “ის ისტორიის ნაგავში მოისროლა ჩააგდო.” არახამიამ უარჰყო ასეთი შეთანხმება და დასძინა, რომ ასეთი დოკუმენტი რომ ყოფილიყო, პუტინი მას აუცილებლად გამოაქვეყნებდაო;
· გასული წლის მარტის ბოლოს სტამბოლში მოლაპარაკებების რაუნდის შემდეგ, რუსეთის ჯარები გაიყვანეს კიევიდან და უკრაინის ჩრდილოეთიდან. რუსულმა მხარემ ამ ნაბიჯს კეთილი ნების ჟესტი უწოდა.
· მოლაპარაკებები ფაქტობრივად შეჩერებულია 2022 წლის მაისიდან. 2022 წლის ნოემბერში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმოადგინა ათპუნქტიანი გეგმა, რომელიც ცნობილია როგორც “მშვიდობის ფორმულა”.
· დოკუმენტის თანახმად მოსკოვთან ნებისმიერი მოლაპარაკება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ყველა ოკუპირებული ტერიტორიის, მათ შორის ანექსირებული ყირიმის დეოკუპაციის და მოსკოვის მიერ ოკუპირებული ყველა რეგიონიდან ჯარების გაყვანის შემდეგ.
· პირადად ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები უკრაინაში პრეზიდენტის ბრძანებულებითაც აკრძალულია.