ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი მზადაა, განიხილოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესაძლებლობა უკრაინის დასახმარებლად.
„ერთი რამ ძალიან ცხადია: რუსეთი, მტაცებელი უნდა დაისაჯოს იმისთვის, რაც გააკეთა და უნდა გადაიხადოს ზიანის, აგრესიისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ბლოკის აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე ქვეყნების მხარდაჭერის გეგმებზე. მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებსაც პირდაპირი საზღვარი აქვთ რუსეთსა და ბელორუსთან, „დამატებით დაფინანსებას“ მიიღებენ.
