რუსეთი მოლდოვაში ანტიევროპული პროპაგანდისთვის მღვდლებს იყენებდა — Reuters-ის გამოძიება

„როიტერის“ გამოძიების თანახმად, მოლდოველ მართლმადიდებელ მღვდლებს მოსკოვში მომლოცველობისთვის ფულს უხდიდა და სამშობლოში დაბრუნებისას სადებეტო ბარათებს აძლევდა. სანაცვლოდ, მღვდლებმა მოლდოვის არჩევნებზე გავლენის მიზნით შექმნეს „ტელეგრამ“ არხები, სადაც ევროინტეგრაციის და „გეი ევროპის“ წინააღმდეგ „ტრადიციულ ღირებულებებს“ ქადაგებდნენ.
სააგენტოს ცნობით, 2024 წლის სექტემბერში რამდენიმე ათეულმა მოლდოველმა სასულიერო პირმა ერთი კვირა გაატარა „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ადგილების“ დათვალიერებაში.
მართლმადიდებელმა მღვდელმა მიჰაი ბიკუმ „როიტერსს“ განუცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა ტურის მონაწილეებს 10 000 რუბლის (120 დოლარის) ღირებულების ვაუჩერები გადასცეს საეკლესიო მაღაზიებში დასახარჯად. მღვდელმა დასძინა, რომ მათ ასევე მოუსმინეს თეოლოგებისა და ისტორიკოსების ლექციების სერიას, რომლებშიც ხაზგასმული იყო, რომ რუსეთსა და მოლდოვას საუკუნეების ტრადიციები და საერთო რწმენა აკავშირებთ და ისინი ერთად უნდა დარჩნენ „მორალურად კორუმპირებული დასავლეთის წინააღმდეგ“.
ბიკუს თქმით, სახლში გაფრენამდე მან და ჯგუფის სხვა წევრებმა მონასტერში თანმხლები არასასულიერო პირების მიერ მიიღეს რუსეთის სახელმწიფო ბანკის სადებეტო ბარათები. მათ უთხრეს, რომ თანხა მოლდოვაში დაბრუნებისთანავე დაერიცხებოდათ. დაბრუნების შემდეგ მან დაახლოებით 1200 დოლარი მიიღო, სანაცვლოდ მათგან მოლდოვაში მყოფი სამრევლოებისთვის სოციალური მედიის არხების შექმნას ელოდნენ, რათა მრევლი პროდასავლური მთავრობის მიერ ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის საფრთხეების შესახებ გაეფრთხილებინათ.
ბიკუს ჯგუფი იმ რამდენიმე ასეული ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს შორის იყო, რომელთა შორის ძირითადად მღვდლები, სასულიერო პირები და მოლდოვას ეკლესიასთან დაკავშირებული სხვა პირები იყვნენ.
„როიტერსის“ თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოლდოვის მართლმადიდებლური სამრევლოებისთვის თითქმის 90 ახალი „ტელეგრამ“ არხი შეიქმნა. არხების უმეტესობა თითქმის ყოველდღიურად აქვეყნებდა იდენტურ შინაარსს, რითაც მორწმუნეებს მოუწოდებდა, წინააღმდეგობა გაეწიათ მთავრობის პროდასავლურ ინიციატივებისთვის იმ პოსტებით, რომლებმაც ათასობით გამომწერი მოიპოვა.
მაგალითად, კონტენტის უმეტესი ნაწილის წყარომ, არხმა სახელწოდებით Sare şi Lumiña, წინასაარჩევნო პერიოდში, მაისსა და აგვისტოს შორის 600-ზე მეტი შეტყობინება გამოაქვეყნა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება წლის წინა ოთხი თვის განმავლობაში გამოქვეყნებული პოსტების რაოდენობას. მთავარი გზავნილი იყო, რომ მოლდოვის ტრადიციული ოჯახურ ღირებულებებს საფრთხეს უქმნის ევროკავშირს, რომელიც მოქალაქეებს აიძულებს, მიიღონ ლგბტ იდენტობა და გაანადგურებენ რელიგიის თავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ პოსტები არ არის აშკარად პრორუსული, ისინი იმეორებენ ოპოზიციური პარტიების მიერ წამოჭრილ ნარატივებს, რომლებიც მოსკოვთან უფრო მჭიდრო კავშირებს ემხრობიან.
„როიტერმა“ შეძლო დაედგინა, რომ რუსეთის მთავრობასთან აფილირებულმა რამდენიმე პოლიტიკურმა აგენტმა და სოციალური მედიის სპეციალისტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მცდელობაში, რათა მოლდოვაში მართლმადიდებლური ქსელი გამოყენებულიყო მოლდოველ ამომრჩევლებზე გავლენის მოხდენის მიზნით.
„მოლდოვის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ყველაზე ამორალური მახასიათებელი ყველაზე სანდო ინსტიტუტის — ეკლესიის — გამოყენებაა“, — განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
მოლდოვისა და რუსეთის საპატრიარქოებმა „როიტერსთან“ კომენტარი არ გააკეთეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი საფრანგეთის სენატში მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე -იმედია, სენატი დროულად მიიღებს რეზოლუციას და ეს საფუძვლად დაედება შემდგომ ქმედებას უკვე აღმასრულებელი შტოდან ივანიშვილზე წნეხის გაზრდის უზრუნველსაყოფად

სალომე სამადაშვილი – მარტივ, წინასაარჩევნო პიართან გვაქვს საქმე წულუკიანის კომისიის სახით – ცდილობენ, იმ მცირერიცხოვანი ამომრჩევლის მობილიზება შეძლონ, რომელიც ჯერ კიდევ შერჩა კორუმპირებულ, ქართველი ხალხის მძარცველ პოლიტიკურ ძალას