რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილ იერიშს და აცხადებს, რომ ამას “მკაცრად გმობს”.
“რუსეთი მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ 22 ივნისის გამთენიისას ირანის რიგ ბირთვულ ობიექტებზე მიტანილ იერიშს, რომელიც ისლამურ რესპუბლიკაზე ისრაელის თავდასხმას მოჰყვა”, – ვკითხულობთ საგარეოს განცხადებაში.
რუსეთის საგარეოში აცხადებენ, რომ “უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება – მიიტანო სარაკეტო-ბომბდამშენი იერიში სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როგორი არგუმენტებითაც არ უნდა ახსნა ეს, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს”.
