რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე

რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, მაგრამ არ აპირებს უარი თქვას გადაწყვეტილებაზე ს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ.
ეს ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა უთხრა რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა „იზვესტიას“. ინტერვიუ, რომელიც რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს, ს და საქართველოსა და სომხეთთან ურთიერთობებს ეხება, დღეს 14 აპრილს გამოქვეყნდა.
გალუზინისთვის დასმული შეკითხვის შინაარსია, რომ „რუსეთის უახლოესი საგარეოპოლიტიკური ინტერესების სფეროში, ტერიტორიული თვალსაზრისით, შედის საქართველოც“, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები არ განახლებულა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ კი განაცხადა, რომ თბილისს ამ ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა არ აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი რუსეთის პოზიციის გამო. „იზვესტია“ გალუზინს ეკითხება „მზად არის, თუ არა მოსკოვი წავიდეს თბილისთან დიპლომატიური და პოლიტიკური კონტაქტების აღდგენაზე?“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა არა რუსეთმა, არამედ „სააკაშვილის რეჟიმმა“ მას შემდეგ, რაც „აგრესიის განხორციელება სცადა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი მშვიდობისდამცველების და ე.ი. რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“. გალუზინის თქმით, ამისთვის საქართველოში „სააკაშვილის რეჟიმს“ ამჟამად უმკაცრესად აკრიტიკებენ და თავად სააკაშვილი „მრავალრიცხოვანი სასამართლო დავების ქვეშაა“.
მიხაილ გალუზინის თანახმად, შარშანდელი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებისგან იყო „ძალიან საღი განცხადებები სამხრეთ ოსეთის ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდის“ და შერიგეის შესახებ.
რუსეთის საგარეო საქმთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, როგორც ხვდება, ოფიციალურ თბილისს ასეთივე განწყობა აქვს აფხაზეთის მიმართაც, რაც „პოზიტიური სიგნალებია“ და „იმედია, კონკრეტულ ნაბიჯებად გარდაიქმნება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის ამჟამინდელი რეალიების საღად აღქმის საფუძველზე“.
მოსკოვი ამგვარ „რეალიებად“ მიიჩნევს იმას, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ აღიარებული „დამოუკიდებელი რესპუბლიკებია“.
გალუზინმა სამწუხარო უწოდა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ისევ უკავშირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის პოზიციას.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, გადახედვას არ ექვემდებარება“, – უთხრა „იზვესტიას“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
პროპაგანდისტულ გამოცემასთან ინტერვიუში გალუზინი ლაპარაკობს რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის ვაჭრობაზე და პირდაპირი ავიამიმოსვლისა და უვიზო რეჟიმის აღდგენაზე: „რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ჩვენ მზად ვართ მათი აღდგენისთვის. ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ისე შორს, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე. ჩვენთვის აქ შეზღუდვა არ არის“.
ფორუმი