მზად არის კუბას ყველანაირი შესაძლო დახმარება გაუწიოს – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მზად არის კუბას “ყველანაირი შესაძლო დახმარება” გაუწიოს.
“თქვენ იცით, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ კონტაქტს კუბის ხელისუფლებასთან, ექსპერტულ და სამუშაო დონეზეც. ჩვენ ჩვენს კუბელ მეგობრებთან ვინარჩუნებთ კონტაქტს. კუბა – ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახემწიფო, რომელიც უმკლავდება დიდ ეკონომიკურ სირთულეებს მომგუდველი ემბარგოს გამო, რომელიც ამ ქვეყანას ადევს. დიდი ჰუმანიტარული პრობლემები ვიტარდება ამ ქვეყანაში. და, რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც რუსეთი, მზად ვართ გავუწიოთ ყველანაირი შესაძლო დახმარება. ყველა ეს შეკითხვა მუშავდება ჩვენს კუბელ კოლეგებთან ერთად მუშავდება,” – თქვა პესკოვმა ბრიფინგზე.
ცნობისთვის, 16 მარტს -ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის აღების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
“კუბა თავის მხრივ, ტურიზმისა და სხვა მხრივ, ლამაზი კუნძულია. შესანიშნავი ამინდი აქვთ. არ არიან ქარიშხლის ზონაში, რაც მშვენიერია. ყოველ კვირა ქარიშხლისთვის ფულს არ მოგვთხოვენ.
თუმცა, ვფიქრობ, კუბა დასასრულის წინაშეა. მთელი ჩემი ცხოვრება მესმოდა -სა და კუბაზე: როდის გააკეთებს აშშ ამას? მჯერა, რომ მე მექნება კუბის აღების პატივი. ეს დიდი პატივია… კუბის აღება, დიახ. რაღაც ფორმით. კუბის აღება – გავათავისუფლებ მას, თუ ავიღებ. მგონია რასაც მინდა იმას გავუკეთებ. გინდათ სიმართლე გითხრათ? ახლა ძალიან დასუსტებული სახელმწიფოა. დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ. [ჰყავთ] ძალიან სასტიკი ლიდერები.” – თქვა ტრამპმა.
აქამდე, გასულ კვირაში აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ შესაძლებელი იყო “კუბის მეგობრული დაუფლება”.
აშშ-მ კუბაზე ზეწოლა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციის შემდეგ გაზარდა. სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა კუნძულზე კრიზისის გამწვავება. კუბა დამოკიდებული იყო ვენესუელურ ნავთობზე. კუბელი ამერიკელი აქტივისტები, ცვლილების იმედით, ტრამპს ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას