მზადაა, საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება გააგრძელოს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მზადაა, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გააგრძელოს. ამის შესახებ ლავროვმა სამთავრობო-პროპაგანდისტულ გამოცემა РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა:
“ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა. ჩვენ მათ პატივს ვცემთ. ჩვენ მზად ვართ, [საქართველოსთან] ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი გავაგრძელოთ”. – თქვა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების მინისტრმა ასევე დაამატა, რომ და ევროკავშირი საქართველოს საარჩევნო პროცესში ხელოვნურად ჩარევასა და ამით საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის “ცრუ დიქოტომიის” შექმნას ცდილობენ.
“სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ არჩევანზე როგორც ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ სუვერენულ არჩევანსა და საგარეო კონტროლს შორის, ისე ტრადიციულ ღირებულებებსა და იმ ნეოლიბერალურ მიმართებებს შორის, რომლებიც გარედან არის დანიშნული”. – თქვა ლავროვმა. (ტაბულა)

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან