რუსეთი მზადაა, “ოცნებას” ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს – გზავნილები მოსკოვიდან

რუსეთი მზად არის, ძალაუფლების შენარჩუნებაში “ქართულ ოცნებას” დაეხმაროს თუ ამ თხოვნით თბილისი მოსკოვს მიმართავს. ეს განცხადება ს ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კლიმოვმა მოსკოვში, რუსეთის მეგობართა კლუბის შეხვედრაზე გააკეთა.
ჟურნალისტმა ანდრე კლიმოვს ჰკითხა, სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის შემთხვევაში, არის თუ არა მზად რუსეთი, საქართველოში ეს აღკვეთოს. ამ კითხვაზე პასუხისას კლიმოვი, პარალელს სირიასთან ავლებს და ბაშარ ასადის მაგალითზე ამბობს, რომ ვინც რუსეთს მიმართავს, ისინი იღებენ სამხედრო დახმარებას.
“ნებისმიერი სახელწმიფო გადატრიალება, ეს არის გარე ძალების ჩარევა სხვა სახელწმიფოს შიდა საქმეებში, რაც არის გაეროს წესდების დარღვევა. მე სხვანაირად გეტყვით, მაგალითად, იყო სახელმწიფო გადატირალების მცდელობა სირიაში. როდესაც ასადის კანონიერმა მთავრობამ ჩვენ გვთხოვა მათ შორის სახმედრო დახმარება, ეს დახმარება ჩვენ მათ აღმოვუჩინეთ, და როგორც იცით, სირიაში სიტუაცია დასტაბილურდა, – განაცხადა კლიმოვმა.
შეხვედრაზე, რომელსაც პრორუსული პარტიის “სოლიდარობა მშვიდობითვის” ლიდერი მამუკა ფიფიაც ესწრებოდა, ითქვა, რომ საქართველო რუსეთის მეგობართა კლუბს შეუერთდა.
“შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრის ს მიმართვით გაიხსნა, ახლა კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ არ გამორიცხა საქართველოს გაერთანება რუსეთის დაფუძნებულ ოდეკაბეში. “მთავარია არ დააგვიანოთ,” – ეს იყო კლიმივის პასუხი.
“ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს გადასაწყვეტი. იმისთვის, რომ გახდე ოდეკაბეს წევრი, პირველ რიგში, უნდა გქონდეს ამის სურვილი. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია ეს არის ღია სისტემა და ყველა ქვეყანას, რომელიც მზად იქნება მისი წესებით იცხოვროს, უნდა ჰქოndეს ამ ორგანიზაციის იმედი. ს შეთავaზებაა, ევრაზიის კონტინტინეტზე იყოს უსაფრთხოების საერთო სისტემა. საქართველო არის ევრაზიის კონტინენტის ქვეყანა, მას ეს შეუძლია. შესაძლოა ,იყოს ამისკენ სწრაფვა, ჩვენს სხვა მეზობლებს ამ თემის მიმართ უკვე აქვთ გაგება, ინდოეთს, ჩინეთს და სხვები, მთავარია, არ დააგვიანოთ, – თქვა კლიმოვმა.
შეხვედრაზე საუბარი პოსტ საბჭოთა ქვეყნებში რუსული გავლენების გაძლიერებასაც შეეხო. კლიმოვი არ მალავს, რომ ეს რუსეთს მიზანია.
“პოსტ საბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენების გაძლიერებას ბევრი უყურებს სწორხაზოვნად, მაგრამ გავლენა შეიძლება მოახდინო როგორც სამაგალითო ქვეყანამ. რუსეთი იქცა სამაგალითოდ სამხრეთ აფრიკისთვის და ლათინო ამერიკისთვის. ხალხს, რომელსაც ჩვენს გვერდით გონება გაუნათდებათ, მიხვდებიან, რომ ორი მილიარდი ადამიანებისთვის ჩვენ სამაგალითოები შემთხვევით არ გავხდარვართ. რაც შეეხება სამხედრო მოქმედებებს ურკაიანში, ეს არის ნატოს ომი რუსეთის წინააღდეგ და გამოშტერებული უკრაინელი ხალხი გახდა ვაშინგტონის და მისი სატელიტების მსხვერპლი, – თქვა კლიმოვმა.
წყარო: ტვ პირველი