“რუსეთი მზადაა დაეხმაროს სომხეთსა და აზერბაიჯანს უთანხმოების დაძლევაში”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ განაცხადა, რომ მოსკოვი თვალს ადევნებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილ ვითარებას და მოუწოდებს მხარეებს თავშეკავებისკენ და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ․
„არმენპრესის“ კორესპონდენტის ინფორმაციით მოსკოვიდან, ამის შესახებ ზახაროვამ განაცხადა ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე და ხაზი გაუსვა, რომ ბაქოსა და ერევანს კვლავ მიმართავს მოწოდებით, გამოიჩინონ თავშეკავება, გადადგან ნაბიჯები დეესკალაციის მიმართულებით და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ვითარების გამწვავება.
„ყველა არსებული პრობლემა უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა და ძალისხმევა მოვახმაროთ პარტნიორებს, რათა დავეხმაროთ მათ დაძლიონ უთანხმოებები და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. ასევე ვიმუშავებთ სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაციების განბლოკვის, საზღვრების დელიმიტაციისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მიმართულებით, რაც ეფუძნება ს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მიღწეულ სამმხრივ შეთანხმებებს“, – ამბობს ზახაროვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი – ცოტათი აბსურდულია ზელენსკიმ აშშ-ის მთავრობას უთხრას, რომ ჩვენ რუსების მხარეს ვართ – თუ გსურთ კონფლიქტის დასრულება, უნდა შეეცადოთ გაიგოთ, სად ხედავენ რუსები და უკრაინელები თავიანთ სტრატეგიულ მიზნებს

ირაკლი ზარქუა – ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე, თურმე, აშშ-ის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია – ვისაც გჯერათ ამ კაცის, კიდევ გააგრძელეთ