რუსეთი მეცნიერებაზე ხარჯებს მეოთხედით ამცირებს – პუტინმა გაზაფხულზე საპირისპირო დაპირება გასცა

რუსეთის ლიდერის, ს ჩანაფიქრის მიხედვით, მისი ქვეყანა პირველი კატეგორიის სამეცნიერო ძალა უნდა გამხდარიყო მსოფლიოში. თუმცა, მომდევნო ორი წლის საბიუჯეტო გეგმები სამეცნიერო კვლევებზე დანახარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
ს ფედერაციის ფედერალური კრების მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო გეგმის მიხედვით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში მეცნიერებასა და კვლევებზე გაწეული დანახარჯები 25%-ით შემცირდება, რაც, ჟურნალ Science-ის მიხედვით, „კიდევ ერთი დარტყმაა რუსეთის სამეცნიერო საზოგადოებისთვის“.
ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ქვეყანას არაერთი პრობლემა შეექმნა. მათ შორის მთავარია სანქციები, რომლებიც ზღუდავს რუსი მეცნიერების საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას (და დაფინანსებას), ასევე კვალიფიციური მკვლევარების საზღვარგარეთ გამგზავრებას. მაგალითად, წამყვანი მოსკოველი ისტორიკოსი, ანდრეი ზუბოვი ამჟამად ბრნოში იმყოფება, სადაც ის კვლევებს ატარებს და პარალელურად, ამ პროცესს ხელმძღვანელობს.
საბიუჯეტო გეგმა უკვე გააანალიზა რუსეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტთან არსებულმა სტატისტიკური კვლევისა და ეკონომიკური განათლების ინსტიტუტმა. მისი განცხადებით, ყველაზე დიდი ზიანი გამოყენებით კვლევებს მიადგება, ანუ იმას, რამაც ფუნდამენტური კვლევის შედეგები პრაქტიკულ ცხოვრებაში უნდა დაამკვიდროს.
ამ სფეროს დაფინანსება, წლევანდელი 458 მილიარდი რუბლიდან, 2025 წელს 362 მილიარდამდე, ხოლო 2026 წლისთვის – 260 მილიარდამდე მცირდება. საბაზისო კვლევის ხარჯები, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩება: წლევანდელი 261 მილიარდი რუბლიდან 2025 წელს ოდნავ შემცირდება და 235 მილიარდამდე ჩამოვა, შემდეგ კი, 2026 წელს, 276 მილიარდამდე გაიზრდება.
რუსული კოსმოსური ზონდი მთვარეს შეეჯახა და „არსებობა შეწყვიტა“ (ჩეხურ ენაზე)
საბიუჯეტო გეგმის მიხედვით, ფედერალური კვლევების ხარჯების წილი, მთლიანობაში, 2.7%-დან (მიმდინარე წელს) 2%-მდე (2026 წელს) შემცირდება, რითაც 2004 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვა. ასეთი საგრძნობი ვარდა ხორციელდება რუსეთის სამხედრო ხარჯების მკვეთრი ზრდის ფონზე, რომელიც წელს, სავარაუდოდ, ფედერალური ხარჯების ორმოცი პროცენტს შეადგენს. ამის მისაღწევად ქვეყანას სხვა სფეროებში ბიუჯეტების შემცირება მოუწია.
შედარებისთვის: ჩეხეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს წინადადებით, ქვეყანამ, რომლის მოსახლეობა რუსეთისაზე დაახლოებით ათჯერ ნაკლებია, მომავალ წელს დაახლოებით 43,3 მილიარდი ჩეხური კრონა უნდა დახარჯოს კვლევებზე, დეველოპმენტსა და ინოვაციებზე, რაც წინა წელთან შედარებით, დაახლოებით სამი მილიარდით მეტია.
რუსეთის გენეტიკური კვლევების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ვლადიმერ ვოლობუევის თქმით, ეს შემცირება, სავარაუდოდ, ბევრ რუს მეცნიერს მსოფლიო ბაზარზე კონკურენტულ გარემოს გაურთულებს. Science-ის თანახმად, ვოლუბუევი და სხვა მკვლევარები იმედოვნებენ, რომ დაკარგული დაფინანსების ნაწილს მრეწველობიდან და კერძო წყაროებიდან მოზიდული ფულით ჩაანაცვლებენ.
მონღოლეთს პუტინი უნდა დაეპატიმრებინა, მაგრამ, ამის ნაცვლად, ცერემონია გამართა (ჩეხურ ენაზე)
ეს იმედი, სულაც არ არის აუცილებელი, მცდარი გამოდგეს. რუსული კომპანიები, სანქციების გამო, პრაქტიკულად ვერ ახერხებენ თავიანთი მოგების საზღვარგარეთ ინვესტირებას. ამიტომ, მათ შეუძლიათ, სახსრების ნაწილი უწილადონ მეცნიერებას ისეთი კვლევებისთვის, რომლებიც, ამა თუ იმ ფორმით, მათ ბიზნესს უკავშირდება. ამ ნაბიჯით, ისინი ინოვაციებსაც მიიღებენ და საკუთარ კონკურენტუნარიანობასაც გაზრდიან.
Science-ის თანახმად, რუსი მკვლევარები სხვა შეზღუდვებისთვისაც მზად უნდა იყვნენ. საკადრო შემცირების გარდა, შესაძლებელია მათ საქმიანობაზე უფრო მკაცრი ზედამხედველობა დაწესდეს. რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აპირებენ, უფრო ყურადღებით დააკვირდნენ, თუ როგორ იხარჯება სახელმწიფო სახსრები.
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინამ თავის მეცნიერთა მეხუთედი დაკარგა (ჩეხურ ენაზე)
მაგალითად, ამ წლის დასაწყისში, ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ მთავრობას სურს, იხილოს კვლევითი ლაბორატორიებიდან მიღებული „შედეგები და არა პუბლიკაციების ანგარიშები“. „ზოგიერთი მეცნიერი შიშობს, რომ ზედამხედველობამ შეიძლება კვლევის ჩატარების თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვიოს, რაც ცნობისმოყვარეობითაც კი იყოს გამოწვეული“, – იუწყება Science და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნეირობიოლოგ ოლგა მარტინოვას ციტირებს: „მეცნიერები ვერ მიაღწევენ წარმატებას თავისუფალი სამუშაო გარემოს გარეშე, რადგან აღმოჩენების დაგეგმვა შეუძლებელია“.
ბიუჯეტის ახალი გეგმა ქვეყნის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დაპირებებსაც ეწინააღმდეგება. მარტში, „ხელახალი არჩევის“ შემდეგ, მან პირობა დადო, რომ ქვეყანას მსოფლიო ზესახელმწიფოდ გადააქცევდა. მისი თქმით, ექვსი წლის განმავლობაში, რუსეთი უნდა შევიდეს „მსოფლიო ლიდერთა ათეულში, კვლევებისა და დეველოპმენტის თვალსაზრისით“. მაშინ მან პირობა დადო, რომ მომავალში სამეცნიერო კვლევებზე დანახარჯები მშპ-ს ამჟამინდელი ოთხი მეათედი პროცენტიდან, ორ პროცენტამდე გაიზრდებოდა.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი