რუსეთი ირწმუნება, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებიან, რომ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ СВР-მ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ირწმუნება, რომ სამსახურმა შესაბამისი მონაცემები მიიღო. СВР-ი წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ “ქართული ოცნების” დისკრედიტაციისთვის ფართომასშტაბიანი კამპანია შეიმუშავა.
“ცნობილი გახდა სცენარის მთავარი სიუჟეტური ხაზები, შეთხზული “საუკეთესო ჰოლივუდის ტრადიციებით”. თეთრი სახლის თანდაყოლილი ანტირუსული ენთუზიაზმით, პროპაგანდისტული კამპანია დაგეგმილია “სენსაციური გამოაშკარავების” საფუძველზე: საქართველოს ყველა უბედურებაში არის დამნაშავე. ამასთან, აქცენტი “ქართული ოცნების” მიმართ “პოლიტიკური დამოუკიდებლობის არქონის” ბრალდებებზე გაკეთდება, რომელიც “ხომალდ ჯორჯიას” ევროპის სანაპიროდან დაშორებით ემუქრება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ირწმუნება, რომ ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში მთავარი როლი სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს. როგორც განცხადებაშია აღნიშნულია, შესაძლოა, საქართველოში ფერადი რევოლუცია მოხდეს.
“ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში მთავარი როლი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს. როგორც “ვაშინგტონელმა რეჟისორებმა” ჩაიფიქრეს, სახელმწიფოს მეთაური [] ერთ-ერთ ამერიკულ მედიასაშუალებას ინტერვიუს მისცემს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დეგრადაცია დაადანაშაულებს და “ფართო საზოგადოებას” “მოსკოვთან დაახლოების კატასტროფული შედეგების შესახებ გააფრთხილებს. ამასთან, ვაშინგტონი, ზურაბიშვილის მეშვეობით, ოპოზიციისთვის “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ამომრჩევლის მობილიზებას აპირებს “რაღაც პოლიტიკური სიურპრიზისთვის”, რაც, შეიძლება, მორიგი “ფერადი რევოლუცია” გახდეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ოკუპანტი ქვეყანა ირწმუნება, რომ აშშ თბილისში საპროტესტო აქციებს აორგანიზებს, რასაც “საკრალური მსხვერპლი” უნდა მოჰყვეს.
“ამერიკელმა “კურატორებმა” საქართველოს ოპოზიციურ ძალებს უკვე მისცეს ბრძანება , შეუდგნენ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაგეგმვას არჩევნების დროისთვის. ხელისუფლების სტრუქტურების საწინააღმდეგოდ “ტარანი” თბილისის მოსახლეობა უნდა გახდეს, რომელიც ამ წლის გაზაფხულზე “უცხოელი აგენტების” კანონზე ანტისახელისუფლებო აქციებით “შეახურეს”. განიხილება “საკრალური მსხვერპლი” პროტესტების მონაწილეებიდან, რათა ძალოვნებზე “ხალხი განრისხდეს”. პროვოკაციების ამერიკელ ოსტატებს დიდი გამოცდილება გააჩნიათ. საკმარისია ს “მაიდანი” გავიხსენოთ, სადაც “დემოკრატიის საკურთხეველზე” ასობით ადამიანი გაწირეს, მათ შორის, ისინიც, ვინც ქართველმა დაქირავებულმა სნაიპერებმა დახვრიტეს”, – წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადება ჰგავს 2024 წლის მაისში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას. სუს-ის ცნო­ბით, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია გეგ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნია აქ­ცი­ებ­ზე მსხვერ­პლი, სა­მო­ქა­ლა­ქო არე­უ­ლო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა და სამ­თავ­რო­ბო შე­ნო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა – “გეგ­მა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბიც”.
,,ბიემჯი”

ასევე დაგაინტერესებთ