რუსეთი ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთი ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ განცხადებას ს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ პაჰალგამში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო დაპირისპირების ესკალაციით. რუსეთი მკაცრად გმობს ტერორისტულ აქტებს და მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება, რათა რეგიონში სიტუაციის შემდგომი გაუარესება თავიდან აიცილონ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოხდება.
„ვიმედოვნებთ, რომ ნიუ-დელისა და ისლამაბადს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი, პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით მოგვარდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.