რუსეთი იაპონიას უკრაინისთვის “პატრიოტების” მიწოდებაზე აფრთხილებს

თუ იაპონია ს “პატრიოტის” ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს, ტოკიოს ამ ნაბიჯს “მძიმე გავლენა” ექნება რუსეთ-იაპონიის ურთიერთობაზე – ეს განცხადება დღეს, 27 დეკემბერს, ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მ გააკეთა.
ზახაროვას თქმით, ტოკიო კარგავს კონტროლს ამერიკულ იარაღზე, რომლითაც “ვაშინგტონს ახლა შეუძლია გააკეთოს ის, რაც მოესურვება”. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი არ გამორიცხავს, რომ “უკვე აპრობირებული სქემით”, საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი “პატრიოტის” რაკეტები უკრაინაში მოხვდება.
“მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარება კი “რუსეთის წინააღმდეგ ცალსახად მტრულ ქმედებად აღიქმება და მოიტანს მძიმე შედეგებს იაპონიისთვის ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მოსკოვში გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე.
მოსკოვსა და ტოკიოს შორის ურთიერთობები ისედაც რთული იყო და კიდევ უფრო გაუარესდა მას შემდეგ, რაც რუსეთი მეზობელ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში კიდევ ერთხელ შეიჭრა და იქ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. იაპონია მალევე შეუერთდა თავის დასავლელ მოკავშირეებს და რუსეთს მრავლისმომცველი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის