, თურქეთი, ჩინეთი… – რომელ ქვეყნებში გაიზარდა/შემცირდა ადგილობრივი ექსპორტი?

იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი, 4.6%-ით 2 მილიარდ 641 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
10 თვეში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 მილიარდ 836 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.8%-ით მეტია.
ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 45.3%-ს შეადგენს.
ადგილობრივად წარმოებული საქონლის ექსპორტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა 69.7% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები , თურქეთი და ჩინეთი არიან. ამასთან, თურქეთსა და ჩინეთში საქონლის გადაზიდვები შემცირებულია. ყველაზე მეტად ადგილობრივი ექსპორტი 10 თვეში ბულგარეთსა და იტალიაში გაიზარდა.
ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 291.6 მლნ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, რაც წლიურად შემცირდა, ხოლო მესამე ადგილს სპირტიანი სასმელები იკავებს, რომელთა ექსპორტი ასევე შემცირებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?