რუსეთი, თურქეთი, ჩინეთი – რომელ ქვეყნებში გადის ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველოში წარმოებული პროდუქცია

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი, ანუ ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წლიურად 7.2%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 587 მილიონი დოლარი შეადგინა.
ქართული პროდუქციის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი ა, სწორედ მასზე მოდის მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის მეხუთედზე მეტი.
უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან:
· რუსეთი – $325.8 მლნ;
· თურქეთი – $258.9 მლნ;
· ჩინეთი – $156.9 მლნ;
· სომხეთი – $83.6 მლნ;
· აშშ – $81.7 მლნ;
· აზერბაიჯანი – $69.3 მლნ;
· შვეიცარია – $58.4 მლნ;
· – $50.2 მლნ;
· ყაზახეთი – $42.8 მლნ;
· ბულგარეთი – $38.7 მლნ.
2024 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია წარმოდგენილი 201.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 173.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.9%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 117.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4%).