რუსეთი თავის მოქალაქეებს აფხაზეთში ჩასვლისგან თავშეკავებას ურჩევს

რუსეთი თავის მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლისგან თავშეკავებას ურჩევს. ამის შესახებ განცხადება ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მ გააკეთა.
ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით, რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში ჩასვლისგან თავშეკავებას ურჩევს, მათ შორის ტურისტული მიზნებით. ხოლო რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც იქ იმყოფებიან, მოუწოდებს, გაზრდილი ყურადღება გამოიჩინონ, „არეულობების ადგილებს არ მიუახლოვდნენ, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში – ქვეყანა გატოვონ“.
„რუსეთში შეშფოთებით ადევნებენ თვალს ჩვენს მეზობელ, მეგობრულ აფხაზეთში მოვლენებს, სადაც კვლავ გამწვავდა შიდაპოლიტიკური უთანხმოებები. ოპოზიციურმა ძალებმა, სამწუხაროდ, შესაძლებლად არ ჩათვალეს ქვეყნის კანონიერ მთავრობასთან უთანხმოებების დარეგულირება ცივილიზებული ურთიერთპატივისცემის მქონე დიალოგის მეშვეობით და სამართლებრივი სივრცის ჩარჩოებიდან გავიდნენ, რითაც კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიეს. შედეგად რესპუბლიკაში კრიზისული ვითარება შეიქმნა და ეს, მისი შედეგის მიუხედავად, ს განვითარებას ამუხრუჭებს. კერძოდ, თვალსაჩინოა, რომ ახლანდელის მსგავსი სცენარები საერთოდ არ უწყობს ხელს საზღვარგარეთიდან ინვესტიციების მოზიდვას, რაც რესპუბლიკის სოციო-ეკონომიკური ზრდის წონიანი ფაქტორია,” – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთი არ ერევა შიდა პროცესებში და იმედი აქვს, რომ არსებული ვითარება „მშვიდობიანი პოლიტიკური გზით“ იქნება მოგვარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჩხაიძე – მზია ამაღლობელს ყველა ის სიმპტომი აქვს, რაც ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება, გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის – 30 დღის შემდგომ, ყოველი დღე, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების ძალიან დიდი რისკია

პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეოკამერების დაზიანებაში ბრალდებული არჩილ მუსელიანცი – ბრალს არ ვაღიარებ და არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ არც სასამართლოსთან და არც პროკურატურასთან