რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ 11 იანვარს, ადგილობრივი დორით დილის 04:30 საათზე, “შეჩერდა კიევრის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა” რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე.
“მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სამი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის, ტულასა და კალუგის ოლქების ტერიტორიაზე დააკავეს”, – ამბობს რუსეთის უწყება.
მსხვერპლის ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
