რუსეთი: ვორონეჟში 3 უკრაინული დრონი მოვიგერიეთ, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

16 იანვრის ღამით ვორონეჟში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა ვადიმ კსტეტინმა გაავრცელა.
მანამდე კი ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვორონეჟის თავზე სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. კიევს ამ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დრონების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რამდენიმეში კი მინები ჩაიმსხვრა. შენობების დაზიანებისა და ხანძრის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა რუსულ ტელეგრამ-არხზეც გავრცელდა. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა აღნიშნა, რომ შემთხვევის შედეგად 2013 წელს დაბადებული გოგონა დაშავდა.
ამასთან, ვორონეჟის არაერთმა მცხოვრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია ქალაქში, მათ შორის ვორონეჟის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქებების შესახებ. არსებული ინფორმაციით, ამ აეროდრომს რუსეთის საჰაერო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე იერიშების მისატანად იყენებენ.