რუსეთი ესტონეთის მუზეუმის დირექტორს „ნაციზმის რეაბილიტაციაში“ ადანაშაულებს

რუსული მედიასაშუალება „ვზგლიადის“ ინფორმაციით, ს საგამოძიებო კომიტეტმა ქალაქ ნარვას () მუზეუმის დირექტორს, მარია სმორჟევსკიხ-სმირნოვას ბრალი „ნაციზმის რეაბილიტაციასა და რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაში“ წაუყენა.
რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანება იმ გამოფენებმა და ღონისძიებებმა გამოიწვია, რომლებიც სმორჟევსკიხ-სმირნოვამ ნარვას მუზეუმში მოაწყო.
გასულ წელს მუზეუმში 1944 წლის მარტში ნარვას დაბომბვისადმი მიძღვნილი ახალი გამოფენა გაიხსნა, ხოლო 9 მაისის წინ (რუსეთი მას „გამარჯვების დღედ“, ხოლო ევროპა „ევროპის დღედ“ მიიჩნევს – რედ.), ნარვას ციხესიმაგრის ივანგოროდისკენ (რუსეთი) მიმართულ კედელზე, მისი ხელმძღვანელობით, განთავსდა გიგანტური ინგლისურენოვანი პოსტერი, რომელზეც ომის დამნაშავედ იყო გამოცხადებული.
მას შემდეგ, სმორჟევსკიხ-სმირნოვა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყველაზე აქტიურად ძებნილ პირთა სიაშია შეყვანილი.
მიმდინარე წლის იანვარში, დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა მედიასაშუალება „მედიაზონამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ სმორჟევსკიხ-სმირნოვას დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა „რუსეთის სამხედრო ძალების შესახებ ყალბი ამბების გავრცელების“ გამო.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023, 2024 და 2025 წლებში, იმ დღეს, როდესაც რუსეთი გამარჯვების დღეს აღნიშნავს, სმორჟევსკიხ-სმირნოვამ ნარვას ციხესიმაგრის კედელზე განათავსა ბანერები, რომლებზეც ვლადიმერ პუტინი იყო გამოსახული და „შეიცავდა ცრუ ინფორმაციას მისი მხრიდან ომის დანაშაულების ჩადენის შესახებ“.
მარია სმორჟევსკიხ-სმირნოვაევროკომისიის წარმომადგენლობა ესტონეთში
„დღეს, ევროპის დღეს, ჩვენ მშვიდობასა და თავისუფლებას ვზეიმობთ. ამავდროულად, ჩვენს გვერდით, მეოთხე წელია, მიმდინარეობს პუტინის მიერ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომი. ჩვენ დიქტატორს დიქტატორს ვუწოდებთ, ომის დანაშაულებს კი – ომის დანაშაულებს”, – განაცხადა სმორჟევსკიხ-სმირნოვამ 2025 წლის 9 მაისს.
მაშინ, ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელთან საუბრისას, სმორჟევსკიხ-სმირნოვამ რუსეთის სასამართლოს მიერ მისი დაუსწრებლად დაპატიმრების გადაწყვეტილება „დიდ პატივად“ შეაფასა.
2025 წელს სმორჟევსკიხ-სმირნოვას „წლის ევროპელის“ წოდება მიენიჭა.
„ევროპა ნარვადან იწყება და მოხარული ვარ, რომ ეს ტიტული წელსაც იქ წავიდა“, – განაცხადა ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ავე შანკ-ლუკასმა, სმორჟევსკიხ-სმირნოვასთვის ჯილდოს გადაცემის დროს.
„ნარვას მუზეუმის დირექტორი მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს და თამამად გამოხატავს თავის შეხედულებებს ში რუსეთის მიერ გაჩაღებულ აგრესიულ ომთან დაკავშირებით. სიმამაცე, საკუთარი თავის რწმენა და პერსპექტივის დანახვა არის ზუსტად ის, რაც ახლა გვჭირდება“, – დასძინა მან.
წყარო: 1 არხი