რუსეთი ევროპაში ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებს – ზელენსკი

გვაქვს მტკიცებულება, რომ ევროპაში ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის მოხსენების შემდეგ აღნიშნა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია სერიოზულ საფრთხეზე მიუთითებს.
„ჩვენ ვაფიქსირებთ რუსული ხელისუფლების შემდგომ ინტელექტუალურ დეგრადაციას და გვაქვს მტკიცებულებები, რომ ისინი ევროპის ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს ამზადებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს აყენებს. მისი აზრით, ეს ადასტურებს საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერების სტრატეგიის სისწორეს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორებს აცნობებს დაზვერვის მიერ მოპოვებული ფაქტების შესახებ. მისივე თქმით, ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად დიდ ბრიტანეთთან და ევროკავშირთან ერთად ერთობლივ გადაწყვეტილებებს ამზადებენ.