რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს საბაგირო ხაზით დაუკავშირდება

რუსეთი და ჩინეთი ერთმანეთს საბაგირო ხაზით დაუკავშირდება
მსოფლიოში პირველი ქვეყნებს შორისი საბაგირო გზა რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე – ბლაგოვეშჩენსკსა და ჰეიჰეს შორის აშენდება. ბლაგოვეშჩენსკსა () და ჰეიჰეს (ჩინეთი) დამაკავშირებელი სასაზღვრო საბაგირო გზა 2026 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება. მარშრუტის სიგრძე 976 მეტრი და სიმაღლე 70 მეტრი იქნება.
მგზავრებს ქალაქებს შორის მანძილის დაფარვა 2,5 წუთში შეეძლებათ. მარშრუტის უმეტესი ნაწილი ამურის მდინარეზე გაივლის.
საბაგირო გზა დღეში 6,850 მგზავრის – წელიწადში 2,5 მილიონამდე ადამიანის გადასაყვანად არის გათვლილი. პროექტის ღირებულება დაახლოებით 16 მილიარდი რუბლია.
ასევე აშენდება რუსული და ჩინური სადგურები საზღვრის კომფორტული გადაკვეთისთვის განკუთვნილი ტერმინალები.
bfm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ძებისაშვილი: ეკონომიკური ვარდნის დასაბალანსებლად და ფულადი მასის შემოტანის მიზნით, როგორც ჩანს დაგეგმილია ათი თასობით მდიდარი არაბის ჩამოსახლება სპარსეთი ყურის სახელმწიფოებიდან (ჩინეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც, რატომაც არა)