რუსეთი და ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ „ბირთვული იარაღის გამოცდას ყველა ატარებს“.
„ზუსტად ვიცით, რომ არც რუსეთი და არც ჩინეთი ბირთვული იარაღის გამოცდებს არ ატარებენ“, – განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, „ბურევესტნიკისა“ და „პოსეიდონის“ მსგავსი ტექნოლოგია არცერთ ქვეყნას არ გააჩნია.
„ეს ნამდვილად ტექნოლოგიური გარღვევაა და სხვა არცერთ ქვეყანას არ გააჩნია“,-აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა ბირთვული ძრავის მქონე ახალი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“ და ბირთვული ძრავით აღჭურვილი წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“ გასულ თვეში გამოცადა.
interpressnews.ge




