რუსეთი და ბელარუსი სექტემბერში გასამართ წვრთნებზე ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ივარჯიშებენ

ბელარუსის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი და ბელარუსი სექტემბერში გასამართ წვრთნებზე ბირთვული იარაღისა და „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე ივარჯიშებენ.
ბელორუსი გენერალ-მაიორის, ვალერი რევენკოს განცხადებით, წვრთნების მიზანი რუსეთისა და ბელარუსის შესაძლებლობების გამოცდა და „კავშირის სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად.
სამხედრო წვრთნები 12-იდან 16 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.