რუსეთი: დაღესტანში დაკავებულ პირებს კავშირი ჰქონდათ კროკუს სითი ჰოლის ტერაქტთან

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) განცხადებით, 31 მარტს, სპეცოპერაციის შედეგად დაღესტანში დაკავებული პირები კავშირში არიან კროკუს სითი ჰოლის ტერაქტთან.
ФСБ-ს განმარტებით ოთხი პირისგან შემდგარი დაჯგუფება ტერორისტებს ფულითა და იარაღით ამარაგებდა, გარდა ამისა ჯგუფი დაღესტნის ქალაქ კასპიისკში ტერაქტს გეგმავდა. კრემლის მედიამ Ria Novosty ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ერთ-ერთი დაკავებული კროკუს სითი ჰოლის ტერაქტთან კავშირს აღიარებს.
“დაკავებისას ბინაში იპოვეს ორი კალაშნიკოვი და 460 ტყვია. მე მივაწოდე იარაღი, იმ ბიჭებს, რომლებიც კროკუს სითი ჰოლს დაესხნენ თავს”. – ამბობს დაკავებული ვიდეოში.
31 მარტს რუსმა სამართალდამცავებმა ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ქალაქ კასპიისკში ჩაატარეს. ძალოვანების თქმით დაკავებულები “ტერორისტულ აქტს გეგმავდნენ”. ადგილიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, ტყვი-წამალი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
22 მარტის ღამეს ს დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე კროკუს სითი ჰოლის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ს მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 144-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.
7 მარტს -ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.