„რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს“ – ამ ლოზუნგით, ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბნენ

გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში ევროპის მოედანზე უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბნენ.
საქველმოქმედო აქციის მონაწილეებმა, ში რუსეთის მიერ დაბომბილი ქალაქების ფოტოები გამოფინეს.
ევროპის მოედანზე ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად სანთლები დაანთეს. ასევე, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოებიც გამოფინეს.
როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეკრებილ თანხას უკრაინაში დაზარალებულ ქალაქებს გაუგზავნიან.
ამასთან, შეკრებილები ევროპის მოედანზე სიტყვით გამოვიდნენ და რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა დაგმეს.
მათი თქმით, ოკუპანტი რუსეთი ყოველ დღე კლავს უკრაინის მოქალაქეებს, რაც ცივილური საზოგადოებისთვის მიუღებელია. ევროპის მოედანზე შეკრებილებს, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.