რუსეთი: გასულ ღამეს უკრაინის გაშვებული 22 დრონი გავანადგურეთ

5 დეკემბრის ღამეს ს თავდაცვის სისტემებმა აზოვის ზღვისა და ს თავზე უკრაინის გაშვებული 22 დრონი გაანადგურეს, ხოლო დამატებით 13-ს გზა გადაუჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“დღეს ღამით აღვკვეთეთ ს რეჟიმის მცდელობა, დრონებით ტერორისტული იერიში მიეტანა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე.
საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა გაანადგურეს 22 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და დააკავეს კიდევ 13 აზოვის ზღვასა და ყირიმის რესპუბლიკის ტერიტორიაზე”. – აღნიშნავენ უწყებაში.