რუსეთი: გავანადგურეთ 35 უკრაინული დრონი და 10 უეკიპაჟო კატერი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 18 ივლისის ღამეს, განადგურებულია 35 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და 10 უეკიპაჟო სამხედრო კატერი.
“განვლილი ღამის განმავლობაში ს რეჟიმის კიდევ ერთი თავდასხმის მცდელობა ჩაიშალა. ს ფედერაციის საჰაერო სივრცეში განადგურებულია 35 უპილოტო საფრენი აპარატი”. – წერია თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.
უწყების ცნობით, 33 დრონი ოკუპირებული ს თავზე ჩამოაგდეს, ხოლო 2 უპილოტო საფრენი აპარატი ბრაინსკის ოლქში გაანადგურეს.
გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, შავი ზღვის აკვატორიაში განადგურებულია 10 უკრაინული უეკიპაჟო სამხედრო კატერი.
ამ დროისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურებია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს.