რუსეთი ბირთვული სარაკეტო დანაყოფის მზადყოფნას ამოწმებს

18 ოქტომბერს, ახალი ამბების სააგენტოები ს თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებოდნენ, რომ მოსკოვიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მდებარე რეგიონში, რუსეთი საკონტინენტთშორისო ბალისტიკური რაკეტით „იარს“ აღჭურვილი დანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის გამოცდას ატარებს.
რაკეტა „იარს“ შეიძლება განლაგდეს შახტში ან მობილურ სასტარტო დანადგარზე. მისი მოქმედების რადიუსი 11,000 კილომეტრია და რამდენიმე ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.
წელს რუსეთმა ბირთვული წვრთნების მთელი წყება ჩაატარა. ანალიტიკოსები ამბობენ, ამის მიზანი იყო სიგნალი გაეგზავნა დასავლეთისთვის, რათა მას უკრაინის ომში უფრო მეტად ჩარევისგან თავი შეეკავებინა.
ეს ბოლო წვრთნა იმავე კვირაში ხდება, როდესაც ნატომ თავისი ყოველწლიური ბირთვული წვრთნები ჩაატარა და უკრაინის პრეზიდენტმა მ თავისი „გამარჯვების გეგმა“ წარმოადგინა.
გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა გააფართოვა იმ სცენარების სია, რამაც შეიძლება რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენება უკარნახოს. მ მოსკოვი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა.
მიმდინარე ომის განმავლობაში პუტინი ხშირად შეახსენებდა მსოფლიოს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის უდიდესი არსენალი აქვს. თუმცა, ის ასევე ირწმუნებოდა, რომ უკრაინაში გასამარჯვებლად ბირთვული იარაღის გამოყენება არ სჭირდება.