ბენზინზე ექსპორტის აკრძალვის გაუქმებას ვადაზე აპირებს

რუსეთი აპირებს, ვადაზე ადრე, უახლოეს მომავალში გააუქმოს ბენზინის ექსპორტის აკრძალვა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა განუცხადა.
“დიახ, იქნება [ბენზინის ექსპორტის აკრძალვის ვადაზე ადრე მოხსნა] . ახლა საბუთები მზადდება”, – ციტირებს რუსული მედია ნოვაკის განცხადებას, რომელმაც აკრძალვის გაუქმების ზუსტი თარიღი არ დაასახელა.
როგორც რუსული მედია წერს, მანამდე ნოვაკმა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა, ბენზინის ექსპორტზე აკრძალვის ვადამდე მოხსნის შესაძლებლობა გააანალიზოს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა