ბაქოსთან და ერევანთან ურთიერთობების განვითარებას გეგმავს – დიმიტრი პესკოვი

მოსკოვი ბაქოსთან და ერევანთან ურთიერთობების შემდგომ განვითარებას გეგმავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა -ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ვაპირებთ ჩვენს პარტნიორებთან ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ისე, რომ ეს ურთიერთობები სასარგებლო იყოს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მათთვისაც“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი მტკიცებით, „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ როლი სომხეთის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაში აშკარაა და იმედოვნებს, რომ ორგანიზაციის ფარგლებში სომხეთთან თანამშრომლობა გაგრძელდება.
„ჩვენ სომხეთთან ინტეგრაციული პროექტებით – „ევრაზიის ეკონომიკური კავშირით“ – ვართ გაერთიანებული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ უარყოს ამ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნებაში „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ როლი. ეს როლი აშკარაა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?