აცხადებს, რომ ს გადასცა კიდევ 1000 ჯარისკაცის ცხედრები

დღეს, 17 ივლისს რუსეთმა „სტამბოლის შეთანხმებების გაგრძელებით“ ს გადასცა შეიარაღებული ძალების კიდევ 100 ჯარისკაცის ცხედრები. ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე დაწერა ს პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ, რომელიც სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელიბდა.
მედინსკის ცნობითვე, რუსეთმა 19 მებრძოლის ცხედრები მიიღო.
უკრაინას ცხედრების დღევანდელ გაცვლაზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინა და რუსეთი დაღუპულთა ცხედრებისა და ტყვეების გაცვლაზე თურქეთის ქალაქ სტამბოლში 2025 წლის მაისსა და ივნისში გამართული მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ.
ერთი თვის წინ, 16 ივნისს, როცა რუსეთმა უკრაინას საომარი მოქმედებებისას დაღუპული კიდევ 1245 ადამიანის ცხედრები გადასცა, სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მომუშავე უკრაინულმა საკოორდინაციო შტაბმა განაცხადა, რომ სტამბოლში მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული ეს პროცესი დასრულებულია და უკრაინამ საერთო ჯამში, 6057 ცხედარი მიიღო.
პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის კომიტეტი“.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა