რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის ფრონტზე ახალ “ჰაუბიცებს” გაგზავნის

რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის კონგლომერატის- “როსტეკის” ხელმძღვანელმა ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა, რომ მალე თავის უახლეს “ჰაუბიცებს” უკრაინული ძალების წინააღმდეგ განათავსებს და გამოიყენებს.
სახელმწიფო კორპორაცია “როსტეკის” ხელმძღვანელმა სერგეი ჩემეზოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ახალი „კოალიცია-SV“-ის ტესტირება დასრულდა და მათი მასობრივი წარმოება უკვე დაიწყო. მისივე განცხადებით, პირველი საპილოტე პარტია 2023 წლის ბოლოს იქნება მზად.
„ვფიქრობ, ისინი მალე გამოჩნდებიან იქ (ში ბრძოლის ველზე), რადგან ამ კლასის “ჰაუბიცები” საჭიროა დასავლურ საარტილერიო მოდელებზე უპირატესობის უზრუნველსაყოფად“, – თქვა ჩემეზოვმა.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ამ თვის დასაწყისში იტყობინებოდა, რომ ერთი „კოალიცია-SV“-ის “ჰაუბიცა” უკვე გაგზავნილი იყო უკრაინის ფრონტის ხაზზე.
“ჰაუბიცები”, რომელთა მოქმედების რადიუსიც 70 კილომეტრამდეა, TASS-ის თანახმად, აღჭურვილია 152 მმ კალიბრის თანამედროვე 2A88 ქვემეხით, წუთში 10 გასროლის სიჩქარით. ასევე პროცესების ავტომატიზაციის თანამედროვე სისტემით – სამიზნეების შერჩევითა და ნავიგაციით.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის