აცხადებს, რომ ტაგანროგის სამხედრო აეროდრომს უკრაინის არმიამ ATACMS-ის რაკეტებით შეუტია

რუსეთის სამხედრო უწყებამ 11 დეკემბერს დაადასტურა როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინის მიერ განხორციელებული იერიში და დააზუსტა, რომ მ სამხედრო აეროდრომს ესროლა ექვსი ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი.
მაგრამ ს სამხედრო უწყება ამტკიცებს, რომ ATACMS-ის ორი რაკეტა რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს “პანცირის” საბრძოლო გათვლამ ჩამოაგდო, დანარჩენი 4 – რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.
რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, რაკეტების ფრაგმენტების დაცემის შედეგად, დაზარალდა აეროდრომის პერსონალი და დაზიანდა რამდენიმე შენობა, სამხედრო და სამოქალაქო ავტოტრანსპორტი. “ეს იერიში უპასუხოდ არ დარჩება”, -აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
აზოვის ზღვის ნაპირზე მდებარე ტაგანროგი როსტოვის ოლქის სამრეწველო ცენტრია, სადაც განთავსებულია საავტომობილო, მეტალურგიული, ავიამშენებელი და ელექტროთერმული მოწყობილობების მწარმოებელი ქარხნები.
ს რუსეთის რეგიონებზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვთ გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.