რუსეთი აცხადებს, რომ მზად არის კიევს გადასცეს ილ-76-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრები

რუსეთი მზად არის, ს გადასცეს თვითმფრინავ ილ-76-ის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო ტყვეების ცხედრები. ამის შესახებ დღეს, 1 მარტს, ს სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა ადამიანის უფლებების საკითხებში რუსეთის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ტატიანა მოსკალკოვამ. მისი თქმით, ცხედრების გადაცემა არსებული პროცედურებით უნდა მოხდეს და ამ საკითხს განიხილავს უკრაინის სახალხო დამცველ დმიტრო ლუბინეცთან.
მოსკალკოვას თანახმად, ინციდენტის შესახებ ლუბინეცის ყველა შეკითხვას უპასუხა და მათ შორის აცნობა, რომ რუსეთს აქვს ყველა მტკიცებულება და დნმ, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით, შესაძლებელს გახდის დაღუპულთა იდენტიფიცირებას.
უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ უთხრა, რომ რუსეთი ამ თემით სპეკულირებას განაგრძობს. ლუბინეცი ამბობს, რომ არ მიუღია არც დაღუპულთა ოფიციალური სია და არც რაიმე სხვა ინფორმაცია.
უკრაინას ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუდასტურებია, რომ თვითმფრინავში, რომელიც 24 იანვარს რუსეთის ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა, უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ დღეს განუცხადა, რომ რუსეთს არაერთხელ მიმართეს თითქოსდა დაღუპულთა ცხედრების გადასაცემად და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. იუსოვის ინფორმაციით, უკრაინა განაგრძობს იმის გამოძიებასაც, თუ რა მოხდა სინამდვილეში და ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 იანვარს განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავი ილ-76, ბორტზე იმყოფებოდნენ 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც რუს ტყვეებში უნდა გაეცვალათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები და ყველა მათგანი დაიღუპა. რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა თვითმფრინავის ჩამოგდებაში.

ასევე დაგაინტერესებთ