რუსეთი აცხადებს, რომ ბელგოროდში ჩამოვარდა ილ-76, რომელშიც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, რომ ბელგოროდის ოლქში კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა ილ-76-მა.
ს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავში იმყოფებოდა 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც ბელგოროდის ოლქში გაცვლის მიზნით მიჰყავდათ, ეკიპაჟის 6 წევრი და 3 თანმხლები პირი. რუსეთი ჯერჯერობით არაფერს ამბობს იმის შესახებ, არიან თუ არა გადარჩენილები. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კატასტროფის რაიონში გაიგზავნა საჰაერო-კოსმოსური ძალების კომისია, რომელმაც მიზეზები უნდა დაადგინოს.
ცნობები, რომ ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა და მასში 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, თავდაპირველად რუსულმა ტელეგრამ-არხებმა „ბაზამ“ და „112“-მა გაავრცელეს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამზე მხოლოდ ის დაწერა, რომ კოროჩანსკის რაიონში „შემთხვევაა“ და ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა” უკრაინის შეიარაღებულ ძალებში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს გადაჰქონდა რაკეტები საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, ეს-300-ისთვის. ტყვეების შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია