აფხაზეთში ხანძრისგან გადარჩენილი ნამუშევრების აღსადგენად რესტავრატორებს გაგზავნის

რუსეთის კულტურის სამინისტრო აპირებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნონ რესტავრატორები, რათა სოხუმში, “ეროვნულ სამხატვრო გალერეაში” გაჩენილი ხანძრისგან გადარჩენილი ნამუშევრების აღდგენაზე იმუშაონ.
ამის შესახებ საუბარია ს კულტურის მინისტრის, ოლგა ლიუბიმოვას ტელეგრამ-არხზე.
ლიუბიმოვამ ხანძარს სთვის “ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა” უწოდა.
“ახლო მომავალში სოხუმში გაიგზავნება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის სამხატვრო სამეცნიერო-სარესტავრაციო ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვსკის გალერიისა და რუსული მუზეუმის წარმომადგენლები. სპეციალისტები, რესტავრაციის სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ადგილზე შეხედავენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომელთა გამოტანაც ხანძრიდან შეძლეს”. – წერს რუსეთის კულტურის მინისტრი.
გალერეაში ხანძარი 21 იანვრის გამთენიისას გაჩნდა. ოკუპირებული ს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. კულტურის მინისტრის, დიმარა სმირის თქმით, 4 000 ნამუშევრიდან მხოლოდ 150 გადარჩა.
აფხაზეთის ეროვნული გალერეა 1963 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს განკარგულების საფუძველზე შეიქმნა. გალერეას შენობა რამდენჯერმე შეუცვალეს.