რუსეთი აფხაზეთში ახალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამას იწყებს

რუსული სააგენტო tass-ის ცნობით, აფხაზეთმა და რუსეთმა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავება დაიწყეს.
ს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ დელბას თქმით, აფხაზეთისა და ს წარმომადგენლები უკვე აჯამებენ 2022-2025 წლების სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი პროგრამის შედეგებს და იწყებენ ახალი, 2026-2030 წლების პროგრამის შედგენას. ამის შესახებ დელბამ განაცხადა რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსი მინისტრის მოადგილე დმიტრი ვოლვაჩი.
„დღეს განვიხილავთ იმ გადაწყვეტილებების შესრულებას, რომლებიც მიღებულია აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოციალური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში. შევაჯამებთ 2022-2025 წლების ძირითადი პროგრამის განხორციელების შუალედურ შედეგებს. ყველა ერთიანად ვართ მომართული იმაზე, რომ ვიმუშაოთ ახალი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის მექანიზმებსა და მიდგომებზე, რომელიც 2026-2030 წლებზე იქნება გათვლილი“, — თქვა დელბამ.
მისი თქმით, მოქმედმა პროგრამამ დადებითი შედეგები აჩვენა: გაიზარდა მშპ, ბიუჯეტის შემოსავლები, საშუალო ხელფასი და სხვა ძირითადი მაჩვენებლები.
დელბას განცხადებით, ახალი პროგრამის ფარგლებში მიდგომები იცვლება: მათი ფორმირება იწყება კონკრეტული საჭიროებების ანალიზით და თემატური უწყებების თანამშრომლობით. აფხაზეთისა და რუსეთის შესაბამისი უწყებები ერთობლივად შეიმუშავებენ ცხრა სამუშაო „დარგობრივ რუკას“, რომელთა საფუძველზე ჩამოყალიბდება კონკრეტული დარგობრივი გეგმები, შემდეგ კი — სრული სახელმწიფო პროგრამა. ამგვარი მიდგომა, მისი თქმით, სისტემური პრობლემების გადაჭრის საშუალებას მისცემთ.
დმიტრი ვოლვაჩმა აღნიშნა, რომ უკვე გაიმართა მრავალ საკითხზე მსჯელობა, მათ შორის — აფხაზეთის [დე ფაქტო – რედ.] პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან.
„პრეზიდენტს კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია დარგობრივი რუკები, რადგან ისინი რეალურ საჭიროებებს ეყრდნობა. ესენია ენერგეტიკა, ტურიზმი, სოციალური სფერო, ასევე უძრავი ქონების და გადასახადების ციფრული მართვა, და განათლება — რთული სექტორები, რომლებიც დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, ასევე ახალ მმართველობით მიდგომებს საჭიროებენ“.
მისი თქმით, აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული ამოცანები სერიოზულია და მიზანი იმ პროგრესის შენარჩუნებაა, რაც ბოლო წლებმა მოიტანა — უფრო მეტიც, საჭიროა მისი გაძლიერება. ამ მიზნით, გაკეთდება აქცენტი ინსტიტუციურ რეფორმებზე და მოხდება რესურსების მაქსიმალური მობილიზება, როგორც რუსეთის მხრიდან, ისე აფხაზეთის მზარდი ბიუჯეტიდან.
ვოლვაჩმა ასევე განაცხადა, რომ არსებული საინვესტიციო პროგრამისა და შეღავათიანი დაკრედიტების ფარგლებში მიმდინარე პროექტები უკვე იქცა ეკონომიკის ზრდის წერტილებად — მათ შორის, მრეწველობის, ლოგისტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და კვების წარმოების მიმართულებით. მან იმედი გამოთქვა, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში ამ პროექტებს კიდევ დაემატება მნიშვნელოვანი ობიექტები, რომლებიც შექმნიან მაღალტექნოლოგიურ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, შესაძლებლობას მისცემენ აფხაზ ახალგაზრდობას განათლება მიიღონ და საკუთარი მომავალი სამშობლოში შექმნან.
ამასთან, როგორც tass წერს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ორშაბათს რუსეთის დელეგაცია ეწვევა სოხუმში მიმდინარე მშენებლობას — რესპუბლიკურ ბავშვთა საავადმყოფოს, რომელიც ხორციელდება მოქმედი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, შემდეგ კი გაემგზავრება ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ლაბრაში, სადაც გაეცნობა რძის პროდუქტების ქარხნის მშენებლობის პროექტს („მოლოჩნი დვორ“).