რუსეთი არ უნდა დასაჩუქრდეს ომის დაწყებისთვის, უკრაინელები სამართლიან მშვიდობას იმსახურებენ – საბიგა

რუსეთი არ უნდა დასაჩუქრდეს ომის დაწყებისთვის, უკრაინელები იმსახურებენ სამართლიან მშვიდობას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„უკრაინელები იმსახურებენ სამართლიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი კონსტიტუციით განსაზღვრული საზღვრების პატივისცემაზე“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, „ აგრძელებს ტერორს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, უგულებელყოფს ვადებს და არ იჩენს ნამდვილ ინტერესს ომის დასრულების მიმართ“.
ამასთან, ანდრეი სიბიგამ აღნიშნა,რომ ღიაა „მნიშვნელოვანი დიალოგისა და უკრაინასთან ერთად მოლაპარაკებული რეალური გადაწყვეტილებებისთვის“.