რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, ხოლო უკრაინა აგრესიის მსხვერპლია – საფრანგეთის საგარეო უწყება

რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, ხოლო აგრესიის მსხვერპლია, რომელიც თავდაცვის მიზნით მოქმედებს, ასე ეხმაურება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 30 დეკემბერს ს ქალაქ ბელგოროდზე უკრაინის მიერ განხორციელებულ თავდასხმას.
„რუსეთს აქვს შესაძლებლობა, რომ დაასრულოს ეს კონფლიქტი და მისი თანმხლები ადამიანური ტრაგედია, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ამისთვის მან უნდა გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან“, – აცხადებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.