რუსეთი „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის ლუდის იმპორტზე გადასახადს ზრდის

რუსეთი ლუდის იმპორტზე გადასახადს 2,5-ჯერ ზრდის. როგორც რუსული მედია წერს, ცვლილება მხოლოდ სადმი „არამეგობრული“ ქვეყნების წარმოებას შეეხება.
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, გადასახადი ერთ ლიტრზე დღეს არსებული 0.04-დან 0.1 ევრომდე გაიზრდება. უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება რუს მწარმოებლებს კონკურენტუნარიან პირობებში ჩააყენებს. იმპორტის საბაჟო გადასახადის განაკვეთები, გარკვეული სახის საქონელზე (კაკაოს შემცველი მზა პროდუქტები; ქურთუკები; შპალერი; ელვა), რომლის წარმოშობის ქვეყანაა ლიეტუვა, ლატვია ან ა, კი 50%-მდე იზრდება.
რუსული მედიის მიერ გავრცელებული მონაცემებით, 2023 წელს რუსეთის ფედერაციაში ლუდის იმპორტმა 370,5 მლნ ლიტრი შეადგინა, რაც 12,6%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. მაგრამ ის 2020-2021 წლების მაჩვენებელზე დაბალი დარჩა, როდესაც იმპორტირებული 397 მლნ და 457 მლნ ლიტრი იყო.
რუსულ ბაზარზე შედის ქართული ლუდიც. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყნიდან ექსპორტზე გავიდა $7.020 მლნ-ის (6 173 ტონა ლუდი) რაც წინა წლის მაჩვენებელს 2-ზე მეტად აღემატება და 2023 წელს ლუდის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი მხოლოდ 11.3% იყო.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, ქართული ლუდის ექსპორტი 912.4 ათასი დოლარი შეადგინა (758.9 ტონა), აქედან რუსეთში 61.7 ათასი დოლარის ღირებულების (50.6 ტონა) გავიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებს შორის რჩება. რუსი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საქართველო „შედარებით მეგობრული“ ქვეყანაა, ამასთან, გასულ წელთან შედარებით, „მეგობრულობის“ სარეიტინგო ქულა მცირედით დაკლებულია.