რუსეთი არაერთხელ ჩარეულა არჩევნებში… მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, არაერთხელ, პირდაპირ ჩარეულა სხვა ქვეყნის არჩევნებში. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის მომავალი.
22 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის ფაქტებს “ყოველთვის ყურადღებით აკვირდება”.
“ჩვენ გვინახავს რუსეთის მხრიდან არაერთი, არამხოლოდ მცდელობა, არამედ მისი პირდაპირი ჩარევა არჩევნებში, როგორც რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ამ ყველაფერს ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, რომ მნიშვნელოვანია, მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო გაიმართება. პროდასავლურ ოპოზიციურ ფლანგზე ამ ეტაპზე სამი გაერთიანებაა, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული „ხალხის ძალა“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები