ანექსირებულ ყირიმზე უკრაინის მორიგი შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში გამთენიისას აფეთქებები იყო. ინფორმაცია ადგილობრივი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მცდელობა აღიკვეთა“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეს, 5 იანვარს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ყირიმის თავზე და 1 – კრასნოდარის მხარეში. უკრაინას დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
4 იანვარს, დღისით აფეთქებები იყო სევასტოპოლსა და ევპატორიაში. უკრაინის შეიარღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციბის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სევასტოპოლის მახლობლად გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მართვის პუნქტი.
ანექსირებულ სევასტოპოლში საჰაერო განგაში გამოცხადდა 4 იანვარს, საღამოსაც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ყირიმის თავზე 10 რაკეტა მოიგერიეს. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.
უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი რუსეთის მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაიას მეუღლე: მოწოდება არც საჯარო იყო, რადგან დახურულ სხდომაზე იყო გაკეთებული და რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის სახელმწიფო და კონსტიტუცია. არანაირი მტკიცებულება არ აქვთ

ნიკოლ ფაშინიანი – გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ მოძმე ხალხს – ამ მძიმე დანაკლისისას მათ ძალასა და გამძლეობას ვუსურვებ

ირაკლი კობახიძე – უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია

პატრიარქი კირილი: ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი