რუსეთი ამბობს, რომ სოფელი ორლივკა დაიკავეს

უკრაინის ფრონტზე აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს დონეცკის რეგიონში, სადაც ს თავდაცვის სამინისტრო წინსვლაზე საუბრობს.
კრემლი ამბობს, რომ რუსულმა ჯარმა უკრაინული სოფელი ორლივკა დაიკავა. სოფელი დონეცკის ოლქში მდებარეობს. ორლივკა ქალაქ ავდიივკადან დააახლოებით 10 კილომეტრით არის დაშორებული, ავდიივკა, რომელიც მიწასთანაა გასწორებული, რუსულმა ჯარმა ცოტახნის აიღო, რამდენიმეთვიანი ბრძოლების შემდეგ.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ზეწოლა ორლივკას რეგიონში დიდია, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული არმიის ცხრა თავდასხმის მოგერიება შეძლო.
დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის. “როიტერმა”, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა ვერ შეძლო ფაქტების დამოუკიდებლებად გადამოწმება.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს