დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან უკრაინაში გაზის მიწოდების დაწყება კიევის მხარდაჭერას ემსახურება.
„ჩვენთან უკვე ყველაზე ყრუ და ბრმაც კი ამჩნევს, რომ აზერბაიჯანი დამოუკიდებელ კურსს ადგას, რომელიც რიგ შემთხვევაში რუსეთის ინტერესებისადმი მტრულად განწყობილია.“
მისი თქმით, ბაქო ეძებს გზებსა და მიზეზებს, რომ საკუთარი დამოკიდებულება აჩვენოს.
„გადაწყვეტილება უკრაინისთვის გაზის მიწოდების თაობაზე აშკარად მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც, როგორც ვიცით, ომშია რუსეთის ფედერაციასთან”.
მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები აშკარად გაუარესდა ავიაკატასტროფის შემდეგ. ურთიერთობების მორიგი გაუარესების ტალღა იყო ეთნიკური ნიშნით რეიდები რუსეთში და საპასუხო დაკავებები აზერბაიჯანში. ბაქო ადანაშაულებს რუსეთის ხელისუფლებას აზერბაიჯანელებზე სასამართლოს გარეშე ანგარიშსწორებაში, ხოლო ბაქოში რუსების დაკავების კადრები აღიქმება, როგორც დემონსტრაციული პასუხი მოსკოვის ქმედებებზე.
