რუსეთი ადასტურებს შავ ზღვაში სადესანტო გემის დაზიანებას

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 26 დეკემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ ფეოდოსიაში () დაარტყეს დიდ სადესანტო ხომალდს “ნოვოჩერკასკის”.
უწყება ამბობს, რომ გემს მოხვდა სუ-24-დან გასროლილი რაკეტები და ის დაზიანდა. თავდაცვის მტკიცებით, ორი უკრაინული სუ-24 გაანადგურეს. მანამდე მ განაცხადა, რომ გემი განადგურდა.
გარდა ამისა, ს მიერ დანიშნული ყირიმის “ხელმძღვანელი” სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ ფეოდოსიაში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
მისივე თქმით, დაზიანდა ექვსი შენობა – ძირითადად ჩამტვრეულია მინები.
“ექვსი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა დროებითი განსახლების ცენტრებში, დარჩენილი მაცხოვრებლები ნათესავებთან და მეგობრებთან გადაიყვანეს”, – დაწერა მან.