რუსეთი ადასტურებს უკრაინის მხრიდან შეიარაღებული ჯგუფების შეჭრას

რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებში საბრძოლო მოქმედებების ზონად იქცა სთან მოსაზღვრე რამდენიმე რაიონი.
ინფორმაცია დღეს, 12 მარტს დილიდან ჯერ ტელეგრამ-არხებით გავრცელდა, შემდეგ კი ს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა. მისი ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიიდან „თავდასხმა” მოსკოვის დროით 03:00 საათზე დაიწყო „სამოქალაქო ობიექტების ინტენსიური დაცხრილვით”, შემდეგ კი „უკრაინელმა ბოევიკებმა“ ტანკებით და საბრძოლო ჯავშანმანქანებით სცადეს ბელგოროდის ოლქის ერთდროულად სამი დასახლებული პუნქტის: ოდნორობოვკის, ნეხოტეევკის და სპოდარიუშინოს რაიონებში შეჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შეიარაღებულმა ძალებმა უშიშროების ფედერალური სამსახურის და სასაზღვრო სამსახურის ქვედანაყოფებთან ერთად, ავიაციის, რაკეტების და არტილერიის გამოყენებით „აღკვეთეს ს რეჟიმის მცდელობა” და მოწინააღმდეგეს „არსებითი დანაკარგებით უკან დაახევინეს“. რუსეთი ირწმუნება, რომ ბელგოროდის ოლქში განადგურებულია 60-მდე „უკრაინელი ტერორისტი“ და 5 ტანკი.
გარდა ამისა, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, დღეს დილით „უკრაინული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების“ 4 შეტევა მოიგერიეს კურსკის ოლქის დასახლებული პუნქტის, ტეტკინოს რაიონში, სადაც „მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი დანაკარგებით“ უკან დაიხია.
დღეს დილიდან, ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ბელგოროდის და კურსკის ოლქებთან საზღვარი გაარღვიეს ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ს ბატალიონმა“. მათი წევრები არიან უკრაინის მხარდამჭერი რუსები, რომლებიც მიზნად ასახელებენ პუტინის რეჟიმისგან თავიანთი სამშობლოს, რუსეთის, გათავისუფლებას.
რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ლეგიონის, „რუსეთის თავისუფლების“ ტელეგრამ-არხზე 12 მარტს გამოქვეყნდა პოსტი: „საზღვარი გადავკვეთეთ“ და ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ვიდეო. ლეგიონის განცხადებით, არ დაუშვებს, რომ პუტინმა რუსეთი სიცოცხლის ბოლომდე მართოს, ყველა ზომას მიმართავენ მისი დიქტატურისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად, რათა რუსებს მშვიდად ეძინოთ, კარზე ზარის არ ეშინოდეთ, თავისუფლად თქვან, რასაც ფიქრობენ და ხმა მისცენ იმას, ვისაც სურთ.
რუსეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებულმა „ციმბირის ბატალიონმა“ ტელეგრამ-არხით რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა ამ კვირაში დანიშნული საპრეზიდენტო ს იგნორირებისკენ. არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებით დაკომპლექტებული ფორმირებები დამოუკიდებლად მოქმედებენ.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში, რუსი მოხალისეების დაჯგუფებებმა არაერთხელ განაცხადეს რუსეთის ტერიტორიაზე, ძირითადად ბელგოროდის ოლქში, ჩატარებული ოპერაციების შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს რუსეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა.

ასევე დაგაინტერესებთ