რუსეთის 3 თვეში 3-ჯერ მეტ ტყვია-წამალს აწარმოებს, ვიდრე NATO-ს ქვეყნები 1 წელში – მარკ რუტე

უდიდესი გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ, – თქვა The New York Times-თან ინტერვიუში NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ და დაამატა, რომ ისეთი სიძლიერით ვითარდება, სამხედრო თვალსაზრისით, როგორც არასდროს.
“უდიდესი გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ. პირველ რიგში, ვგულისხმობ რუსეთს, რომელიც ძლიერდება ისეთი სისწრაფით, როგორიც უახლეს ისტორიას არ ახსოვს. ახლა ისინი აწარმოებენ 3 თვეში, 3-ჯერ მეტ ტყვია-წამალს, ვიდრე NATO-ს ქვეყნები 1 წელიწადში,” – ამბობს რუტე.