“რუსეთის 17-წლამდე ნაკრებების დაბრუნება გვინდოდა, მაგრამ შემდეგ ეს მოხდა…” – UEFA-ს პრეზიდენტმა პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა

მონაკოში ევროპული ტურნირების წილისყრის დასრულების შემდეგ, UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა POLITICO-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მრავალ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს კითხვა რუსული კლუბების საერთაშორისო შეჯიბრებებზე დაბრუნებაზე და უნგრეთისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის მინიჭების შესახებაც დაუსვეს.
“ჩვენი პოზიცია რუსული გუნდების დაბრუნების მიმართ უცვლელია – ში ომი უნდა დასრულდეს! იმედი მაქვს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ, მაგრამ მედიის გარდა ინფორმაცია არ მაქვს. გვინდოდა, ახალგაზრდების, 17-წლამდე ასაკის ბიჭებისა და გოგონების საერთაშორისო დონეზე დაბრუნება და ჩვენი აღმასრულებელი კომიტეტის მხარდაჭერაც კი მივიღეთ, მაგრამ შემდეგ პოლიტიკური ისტერია მოხდა.
აღმასრულებელი კომიტეტის გარკვეულ წევრებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, მათ არ შეიცვალეს აზრი, მაგრამ გვთხოვეს დავლოდებოდით, რადგან პირადად იმდენად შეურაცხყოფილები იყვნენ, რომ ამის ატანა აღარ შეეძლოთ.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ბავშვებს განსხვავებულად უნდა მოვეპყროთ. თუ ისინი სლოვენიაში სათამაშოდ ჩამოვიდოდნენ, დარწმუნებული ვარ, სლოვენიელი ბავშვები მათ ჩაეხუტებოდნენ და დაელაპარაკებოდნენ. ამავეს იზამდნენ ინგლისელები, შოტლანდიელები, და ავსტრიელები, და ვინც არ უნდა იყოს… ისინი გაიგებდნენ, რომ ჩვენ მათი მტრები არ ვართ, რომ ერები ერთმანეთის მტრები არ არიან, მაგრამ პოლიტიკოსებს ეს არ აინტერესებთ.
კიდევ ერთიც, ბავშვი ხმასაც კი არ აძლევს. ისინი არცერთ პოლიტიკოსს არ უჭერენ მხარს. მათ არ აქვთ უფლება, შეხვდნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ბავშვებს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს საკმაოდ სამწუხაროა, მაგრამ ზოგჯერ პრაგმატული უნდა იყო და ზოგჯერ უნდა დაიცვა ის ადამიანები, რომლებსაც პოპულისტი პოლიტიკოსები ესხმიან თავს”, – აღნიშნა ჩეფერინმა რუსეთზე საუბრისას.
ჟურნალისტმა UEFA-ს პრეზიდენტს ასევე ჰკითხა, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ფინალი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება, ამის გამო რას იტყოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ს ურთიერთობაზე რუსეთთან და მის უკრაინასთან დაძაბული ფონის შესახებ.
“თუ ამასთან დაკავშირებით პრობლემა მექნებოდა, პოლიტური ორგანიზაცია გავხდებოდით. პატივს ვცემ უნგრელებს. პატივს ვცემ უნგრეთის მთავრობას ზუსტად ისევე, როგორც გერმანიის მთავრობას ან ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყნის მთავრობას.
თუ ფიქრობთ, რომ კონკურსებს მხოლოდ მათ დავუნიშნავთ, ვინც მეინსტრიმულ პოლიტიკას შეესაბამება, მაშინ ცდებით. ანუ, არ მგონია, რომ ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსები ადამიანის უფლებების დაცვის დამცველებიც იყვნენ.
ასე რომ, უნგრეთთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. სხვათა შორის, უნგრეთის მთავრობამ სპორტულ ინფრასტრუქტურაში უფრო მეტი ინვესტიცია ჩადო, ვიდრე ყველა იმ მთავრობამ, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ფეხბურთისთვის არაფერს აკეთებს”, – აღნიშნავს ჩეფერინი.
“ვინც სგან გაზს ყიდულობს, ეხმარება ამ ქვეყანას და უნდა მოვკვეთოთ?!” – UEFA-ს პრეზიდენტმა ახსნა, რატომ არ მიიღეს დისკვალიფიკაცია ბელარუსებმა
ჩეფერინმა რუსებს შეუთვალა – “უკრაინაში ომის დასრულებამდე საერთაშორისო ტურნირებზე ვერ დაბრუნდებით”!
“რუსეთის ნაკრები და ამ ქვეყნის კლუბები საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ ამ შემთხვევაში დაბრუნდებიან” – FIFA-ს მმართველის შემდეგ, ამ საკითხზე UEFA-ს პრეზიდენტმაც ისაუბრა
ტრამპი “ჩელსის” დიდი ფანია – ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
“ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება” – უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
“ისინი დღეს მხოლოდ ფულზე ფიქრობენ” – პლატინიმ UEFA-სა და FIFA-ს პრეზიდენტები საჯაროდ გააკრიტიკა