რუსეთის ჰაკერებმა რვა ბრიტანული სამხედრო ბაზის დოკუმენტები გაავრცელეს

რუსმა ჰაკერებმა რვა ბრიტანული სამხედრო ბაზის შიდა დოკუმენტები გაავრცელეს, მათ შორის, მათი თანამშრომლების პირადი მონაცემები და კიბერუსაფრთხოების ინსტრუქციები, იტყობინება The Daily- Mail-ი. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინციდენტს იძიებენ.

გამოცემის ცნობით, Lynx ჯგუფის ჰაკერებმა თავს დაესხნენ Dodd Group-ს, თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორს, რომელიც სამხედრო ობიექტების მშენებლობასა და მომსახურებაშია ჩართული.
მოპარულ დოკუმენტებს შორის ასევე იყო მეორე კონტრაქტორის, სამშენებლო კომპანია Kier-ის მასალები.
ჰაკერებმა გამოსასყიდი მოითხოვეს კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნების მუქარით და მოპარული დოკუმენტების ინტერნეტში გაჟონვა დაიწყეს.

გაჟონილი დოკუმენტები მოიცავს სამეფო საჰაერო ძალების ბაზების გეგმებს, სადაც ბირთვული იარაღი და -ის F-35 გამანადგურებლებია განთავსებული, ძირითადი დრონების ბაზას, საიდუმლო რადარის სადგურს, საზღვაო ბაზებს და სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზას სამხრეთ ბრიტანეთში.

ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი