ს ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს

11 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ს ჯარების მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხარკოვზე მართვადი ავიაბომბებით შეტევა გასულ ღამით იყო.
ინფორმაცია დაშავებულებისა და სხვა შედეგების შესახებ დღეს, 21 ოქტომბერს დილით გამოაქვეყნა ხარკოვის საოლქო პროკურატურამ. მისი მონაცემებით, 11 ადამიანი დაშავდა ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონში, სადაც დაზიანებულია სახლები, სამეურნეო ნაგებობები და კერძო საწარმო.
პროკურატურის ცნობით, ხარკოვზე დარტყმა იყო სულ მცირე ოთხი საავიაციო ბომბით. ქალაქის მერი იჰორ ტერეხოვი სულ მცირე ექვსი საავიაციო ბომბის შესახებ იუწყება. მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია 15 კერძო სახლი.
ფორუმი